ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
VOGUE: საქართველო 2017 წელს ათ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დასახელდა
07 იანვარი, 2017

პოპულარულმა მოდის ჟურნალმა Vogue 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა. ტოპ ათეულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. Vogue-ის ჟურნალისტის ჯენ მერფის თქმით, საქართველო (ქვეყანა და არა შტატი ჯორჯია) ბოლო წლებში საუცხოო ღვინით ძალიან პოპულარული გახდა. მაგრამ ღვინის ერთი ბოთლის გარდა ქვეყანაში ბევრი საინტერესო სანახაობისათვის მოგზაურობენ. საქართველოს დედაქალაქი თბილისი ახალგაზრდებისთვის ბრუკლინის სტილის გასართობ ცენტრად იქცა. საქართველო ცნობილი გახდა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის. 

"საქართველო მზად არის მოთხილამურეებისათვის და სნოუბორდის მოყვარულებისთვის ზამთრის ტურისტული მიმართულების ახალ ცენტრად იქცეს. ზამთრის სპორტის მოყვარულებს საქართველოში კავკასიონის მთების ხელშეუხებელი რელიეფი იზიდავთ."-წერს ჯენ მერფი. 

საქართველოს გარდა Vogue-ის საუკეთესო ათეულშია: ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო,(აშშ) იორდანია, დანია და კოლუმბია.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.