ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2019 წლის იანვარში საქართველო მსოფლიო გიდების ასოციაციების კონგრესს უმასპინძლებს
20 თებერვალი, 2017

ირანში გამართული ტურისტული გიდების ასოციაცისების მსოფლიო ფედერაციის მე-17 კონფერენციაზე საქართველო 2019 წელს დაგეგმილი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად აირჩიეს. 

საქართველოს კონკურენციას უწევდნენ ტაილანდისა და ნიუ-იორკის გიდების ასოციაციები. სხვადასხვა ქვეყნის დელეგანტებს შორის საქართველოს კანდიდატურამ ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, რადგან კენჭისყრის შედეგად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 

როგორც საქართველოს გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ქეთევან მელაძემ გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, ეს პირველი პრეცენდენტია ტურიზმის სფეროში. 

"ეს არის პირველი პრეცენდენტი ტურიზმის სფეროში, როდესაც მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი ხმის მიცემის სისტემით შეირჩა და სასიხარულოა, რომ გამარჯვება საქართველომ მოიპოვა",-განაცხადა მელაძემ. 

ირანში გამართულ კონგრესს 70 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა. ხმის მიცემის უფლება კი 34 მათგანს ჰქონდა. კონგრესს 275 სტუმარი დაესწრო, მათ შორის ირანის პრეზდენტი ჰასან ოუჰანი და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი. 

კონგრესში, რომელიც საქართველოში ჩატარდება მონაწილეობას მიიღებს 300-დან 500-მდე დელეგანტი 70 ქვეყნიდან. ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის გიდების ასოციაციების ხელმძღვანელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, აღნიშნული კონგრესის საქართველოში ჩატარება ტურიზმის სექტორის ხელშეწყობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებააა და ქვეყანაში ტურისტული გიდების პროფესიის განვითარებას დაეხმარება. ამასთან მოხდება ადგილობრივ დონეზე ცოდნის გაზიარება. ასევე აღსანიშნავია საერთაშორისო გამოხმაურება რომელსაც ღონისძიების საქართველოში მასპინძლობა მოუტანს ქვეყანას. 

2019 წელს დაგეგმილი კონგრესის მასპინძელ ქვეყნად საქართველოს კანდიდატურა გიდების ასოციაციამ ირანში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით წარადგინა. 

ავტორი: თაკო ჩხაიძე




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.