ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ალპურ ზონაში მუსიკალური ფესტივალი იწყება
03 ივლისი, 2017

8 ივლისს AlpFest 2017 იხსნება.

AlpFest - მუსიკალური ფესტივალია, რომელიც საქართველოს ალპურ ზონებში ტარდება. ფესტივალი ხშირად იცვლის ლოკაციას და მიზნად ისახავს მუსიკის საშუალებით სამთო ტურიზმის პოპულარიზაციას. შესაბამისად, AlpFest-ის ფარგლებში ტარდება როგორც კონცერტები, ისე ექსკურსია-ტურები.

ფესტივალი წელს ალპფესტის სეზონი ყაზბეგის რაიონის სოფელ ჯუთაში, ზეთას ბანაკში გაიხსნება. ფესტივალის პირველი დღე მთლიანად კონცერტებს დაეთმობა, მეორე დღეს კი ფესტივალის მონაწილეებისთვის მოეწყობა ექსკურსია  ჭაუხის მასივში.

საფესტივალო კონცერტების დაწყების დროა 19:00 სთ.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების კატეგორიები:

50 ლარიანი ბილეთი - საფასურში შედის კონცერტებზე დასწრება, ექსკურსია, საკარვე ადგილი ზეთა კემპინგის ტერიტორიაზე და ტრანსპორტირება (თბილისი-ჯუთა-თბილისი). ამ კატეგორიის ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და მათი შეძენის ბოლო ვადაა 5 ივლისი.

30 ლარიანი ბილეთი - საფასურში შედის კონცერტებზე დასწრება, ექსკურსია და საკარვე ადგილი ზეთა კემპინგის ტერიტორიაზე

25 ლარიანი ბილეთი - საფასურში შედის კონცერტებზე დასწრება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ასევე ფილარმონიის სალაროებსა და უშუალოდ, ბანაკ ზეთას ტერიტორიაზე. 

AlpFest 2017 – Zeta Camping


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.