ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის Berliner Wein Trophy 2018-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია მიიწვიეს.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში მიიჩნევენ, რომ კონკურსის პროფესიონალურ ჟიურიში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.
პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი Berliner Wein Trophy 2018 წელს 22-ედ გაიმართა „გერმანიის ღვინის მარკეტინგის“ ორგანიზებითა და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციისა (OIV) და ენოლოგთა მსოფლიო ასოციაციის (UIOE) პატრონაჟით.
Berliner Wein Trophy გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმსხვილესი საერთაშორისო ღვინის კონკურსია და მასში მონაწილეობენ ცნობილი ღვინის მწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ყოველწლიურად საკონკურსოდ წარდგენილია 5 000-მდე ღვინის ნიმუში. გამარჯვებული ღვინოები ჯილდოვდებიან „პრემიუმ ოქროს“, „ოქროს“ და „ვერცხლის“ მედლებით.
Berliner Wein Trophy-ში გამარჯვება მიანიშნებს, რომ ღვინო შეესაბამება ხარიხსხის მაღალ სტარნდარტებს, რაც ემსახურება და ხელს უწყობს მსოფლიო ღვინის კულტურის განვითარებას და ხარისხის გარანტიას.
www.travelingeorgia.ge