ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბლუზ ფესტ- ჯი თბილისში გამართულ ბლუზის საღამოების სერიას, კლასიკური ბლუზის ბოლო წარმომადგენლის, ლილ ჯიმი რიდის კონცერტით დახურავს
01 მაისი, 2018

ბლუზ ფესტ- ჯი თბილისში გამართულ ბლუზის საღამოების სერიას, კლასიკური ბლუზის ბოლო წარმომადგენლის, ლილ ჯიმი რიდის კონცერტით დახურავს. ამის შემდეგ ბლუზ ფესტივალი ლაგოდეხში გადაინაცვლებს და მსმენელს ყოველ შაბათ-კვირას სხვადასხვა ცნობილი არტისტების შემოქმედებით გაანებივრებს.

ლილ ჯიმი რიდი, ტრადიციული, კლასიკური ბლუზის თაობის ბოლო წარმომადგენელია. იგი 30-იან წლების ბოლოს დაიბადა და საშუალება ჰქონდა კლასიკური  ბლუზის  კორიფეებთან  ესწავლა და ემუშავა. მისი სახელი ლეგენდარულ ჯიმი რიდს უკავშირდება, სწორედ იგი ჩაანაცვლა  ბლუზ მუსიკოსმა მრავალი კონცერტის დროს და ამით დიდი აღიარება მოიპოვა.

1995 წელს  მუსიკოსმა ბლუზ გარმონიკის  საუკეთესო შემსრულებლის წოდება მიიღო.  იგი კონცერტებს მართავდა ისეთ მუსიკოსებთან როგორიცაა ბიბი კინგი, მარვინ სიზი და მრავალი სხვა.

ლილ ჯიმი რიდი ბევრს მოგზაურობს და თავისი  კლასიკური და დამახასიათებელი  შემოქმედებით განსაკუთრებით ევროპელ მსმენელს ანებივრებს, რომელთაც კარგად ესმით, რომ მისი კონცერტი  ბოლო შანსია მოუსმინონ კლასიკურ -ლუზიანას შტატში დაბადებულ  ბლუზს.

 




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.