ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ბლუზფესტ ჯი“ აგრძელებს თბილისში ბლუზის ამბასადორების კონცერტების სერიას
20 მარტი, 2018

„ბლუზფესტ ჯი“ აგრძელებს თბილისში ბლუზის ამბასადორების კონცერტების სერიას.

ამჯერად, 25 მარტს, თბილისში, ცნობილი ამერიკელი ბლუზ მუსიკოსი, გრემის ნომინანტი, გაი დევისი გამართავს კონცერტს.

ბლუზმენი ვირტუოზ ბლუზ გიტარისტად არის აღიარებული.

გაი დევისი, 20 წელზე მეტია, აქტიურად ეწევა ბლუზის პოპულარიზაციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სწორედ ამის შედეგია ამბასადორის ტიტული და მრავალი ჯილდო, მათ შორის „საუკეთესო აკუსტიკური ბლუზ მუსიკოსი“ „ბლუზის საუკეთესო სიმღერა“ და მრავალი სხვა.

დევისის მუსიკას შესწევს უნარი, შექმნას აღმატებული განწყობა. „ ყოველთვის ვზრუნავ იმაზე, რომ ჩემმა შემოქმედებამ მსმენელს ცეკვა მოანდომოს და ათქმევინოს „რა მაგარია!“




© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.