„ბრენდ ვაინი» სადეგუსტაციო-შემეცნებით საღამოების გამართვას აანონსებს. რა სიახლეებს გეგმავს ნოემბრიდან თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღვინის მაღაზია
ალკოჰოლური სასმენელების მოყვარულთათვის ერთ სივრცეში თავმოყრილი სხვადასხვა დასახელების პროდუქტის შერჩევა დიდი კომფორტია.
ამავდროულად ყოველთვის საინტერესოა ისეთ ადგილას სტუმრობა, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ცნობადობის ამაღლება ხდება და გაიცემა კვალიფიციური რჩევები. ასეთი ადგილის პოვნა შესაძლებელია თბილისში, ვაკეში, ვაკე-საბურთალოს გზის ცენტრალური ტრასიდან რამდენიმე მეტრში. თამარაშვილის ქუჩაზე 4ა-ში მდებარე მაღაზია „ბრენდ ვაინი“ საკმაოდ მასშტაბურია სივრცეა, სადაც 1500-მდე დასახელების ალკოჰოლური სასმელია წარმოდგენილი. ბოთლის ღვინოებთან ერთად, აქვეა ჩამოსასხმელი: ხაშმის საფერავი, ხიხვი, ჩინური, ქვევრის რქაწითელი, გორული მწვანე, ქისი და სხვა.
მაღაზიის მფლობელისა და დირექტორის, გიორგი ჩხაიძის გადაწყვეტილებით, მაღაზიამ ფუნქციონირება 2022 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო. ეს „ბრენდ ვაინის“ ფილიალია (პირველის მისამართია: მცხეთის ქუჩა 48/50). სამომავლოდ გიორგი ჩხაიძე მესამე ფილიალის გახსნასაც გეგმავს, რომელიც ძველი თბილისის ტერიტორიაზე განთავსდება. გიორგი ჩხაიძე: - ღვინის პირველი მაღაზიის გახსნისთანავე იდეაში მქონდა ფილიალის მოწყობაც და დიდი შრომის შედეგად, წელს 1-ელ იანვარს „ბრენდ ვაინის“ ახალი ფილიალი გავხსენით.
როგორც პირველ მაღაზიაში, ისე მეორეში, (რომელიც 200 კვადრატულია), თბილისში ღვინის ყველზე დიდი არჩევანია და თან მარაგი მუდმივად მზარდია. ეტაპობრივად ასორტიმენტი გავზარდეთ და დღესდღეობით გაყიდვაში 1500 -ზე მეტი სახეობის ღვინო გვაქვს. ამაში შედის, როგორც ქარხნის, ისე მცირე მარნის პროდუქცია, არაყი, ლიქიორი, კონიაკი. მარაგში გვაქვს 20-მდე სახეობის ქართული შამპანური. შესაბამისად, ფასებიც მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომია. ჯამში ორივე მაღაზიაში, 450 ათასი ლარის პროდუქციაა და აღსანიშნია ანგარიშწორების ფორმაც - ჩვენ კონსიგნაციით არ ვმუშაობთ, საქონელი სრულად ჩვენს მიერაა შეძენილი.
ალკოჰოლური სასმელის გარდა, თამარაშვილის ფილიალში წარმოდგენილია ღვინის თემაზე შექმნილი აქსესუარები, ქართული ნუგბარი, თაფლი და სხვა პროდუქტები. ჩვენს მაღაზია მცირე მარნების ღვინოების ყველაზე დიდი არჩევანია. ფაქტობრივად მთელს საქართველოს მოვიცავთ. სასიხარული ფაქრია, რომ საქართველოში ღვინის მარნების რაოდენობა იზრდება და დღესდღეობით 1000-ს უტოლდება, მათგან უმეტესი მცირე ტიპის მარანია.
მოგეხსენებათ ჩემი ოჯახი ოდითგანვე ღვინის წარმობითაა დაკავებული. ჩემი ბაბუები და დიდი ბაბუებიც ამ საქმეს მისდევდნენ შიო და კლიმენტი კაჭარავები, ვარდენ ჩხაიძე, ვლადიმერ მორჩილაძე, რომლის ოჯახში ქვემო აკეთში მაშინდელი გურიის ინტელიგენცია იკრიბებოდა. კლიმენტი კი ქვევრის ღვინოს აყენებდა, რომელიც ცნობილი იყო საუკეთესო ხარისხით.
ის და კონსტანტინე გამსახურდია კლასელები იყვნენ, მეგობრობდნენ და მწერალი ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარიც ყოფილა. დღესდღეობით კი გიორგი ჩხაიძის საოჯახო მცირე მარანში 7 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ: მანავის მწვანე, თავკერი, კრახუნა, რქაწითელი, ალადასტური, ჩინური. წელს შემოდგომაზე კი პირველად, მამაჩემმა აკაკი ჩხაიძემ და მე, 3 ტონა საფერავი დავწურეთ. იმედია არომატული და სასიამოვნო სასმელი გამოვა, რომელიც ახლო მომავალში მზად იქნება.
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მაღაზიებში სადეგუსტაციო საღამოების გამართვას. მცირე მარნების პროდუქციის დეგუსტაციებისას, მეღვინეები სტუმრებს თავიანთ პროდუქტს თავად აცნობენ. ეს ჩემთვისაც ძალიან სასიხარულოა, რადგან ამ გზთ მათ ნატურალური ღვინოები, მეტი ადამიანი იცნობს. ღვინის სადეგუსტაციო საღამოების გარდა, წელს ნოემბრიდან ვგეგმავთ ვისკის სადეგუსტაციო შეხვედრებსაც, რომელსაც ჩემი მეგობარი, სომელიე, საერთაშორისო ექსპერტი და ამ დარგის კარგი მცოდნე აკაკი გვიმრაძე გაუძღვება.
აკაკი გვიმრაძე: - სადეგუსტაციო საღამოებზე ღვინის წარმოებაზე და თავისებურებებზე ვსაუბრობთ, ასევე ამა თუ იმ სასმელის შენახვის ტემპერატურასა და პირობებზე. დაინტერესებუ პირებს ვურჩევთ თუ რა საკვებსა და კერძსს მიუსადაგოთ ესა თუ ის ღვინო. ღვინისათვის სწორი ბოკალის შერჩევაც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან შესაბამისი ჭურჭელი, ესთეტიკური ფუნქციის გარდა, საშუალებას იძლევა სწორად შეფასდეს ღვინის ფერი, გემო და არომატი.
ღვინო ხომ საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, რომლითაც განსაკუთრებით უცხოელი სტუმრები ინტერესდებიან. მათ სურთ ადგილზე ნახონ, სად და როგორ მოყავთ ამ სასმელისთვის ყურძენი და სასტურო „ღვინის სასხლიდან“ დაგეგმილი ტურები, მათ ამის შესაძლებლობას აძლევს. ასე რომ, ღვინის საშუალებით საქართველოში ვიზიტორები სხვადასხვა კუთხეს, ტრადიციებს და კულტურას ეცნობიან. ღვინო არის ერთგვარი „გამხსნელი გზა“ და წინაპირობა ჩვენს ქვეყნაში ტურისტების მოსაზიდად და მათი დაინტერესებისთვის.
ავტორი: ანა კალანდაძე