საფრანგეთიდან ნიკოლა იზნარი ჩამოვიდა, მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი, რომლის ხელოვნება კულინარიას სცილდება.
ნიკოლა ერთი კვირის განმავლობაში, 12 მაისიდან - 17 მაისის ჩათვლით, 19:00-დან 21:30 საათამდე, სტუმრებს ექსკლუზიურ, ხუთ კერძიან მენიუს შესთავაზებს.
კერძები, რესტორან „ქალაქში“ არსებული „ბრინჯაოს დარბაზის“ ძირითადი მენიუს ნაწილია, რომელსაც ავტორი (ნიკოლა იზნარი) სეზონურად შეცვლის.
„ქალაქი“ - პირველი რესტორანია საქართველოში მიშლენის ვარსკვლავის მქონე მენიუთი
თბილისის სიმფონია, სრული ჰარმონიით - სივრცე, სადაც ძველი ქალაქის ყველა ორნამენტი ჩუქურთმა, წესი და ჩვეულებაა თავმოყრილი, მე-19 საუკუნის თბილისური რენესანსის სრული ატრიბუტიკით. იმ ეპოქის, როცა ევროპასთან ყველაზე ახლოს ვიყავით, როცა ქართველები რიგოლეტოს არიას იტალიურად მღეროდნენ და ქართულადაც ჰქონდათ გაჰიტებული ( ... ლამაზი ქალი, სანდო არ არის).
„ქალაქი“ ზრაპრული ქალაქია ქალაქში, სადაც მხოლოდ სასიამოვნო გარემოში არ ვახშმობ. ერთდროურად ხარ თბილისურ ეზოში, თბილისური ცის ქვეშ, აივნიდან გესაუბრებიან და ტარასაზეც გელიან.
თითქოს შენც არაჩვეულებრივი გამოფენის ექსპონატი ხარ, გაცოცხლებული წარსულში.
www.travelingeorgia.ge