ძველი თბილისი, ისტორიული ავლაბარი... მაღალი კლასის ბუტიკ-სასტუმრო "ლაერტონ თბილისი" ძველი უბნის შუაგულშია მოქცეული. სასტუმროს ვერანდებიდან მოჩანს ახლომდებარე ძველი სახლები, უფრო შორს - სამების საკათედრო ტაძარი, მამა დავითი და მთაწმინდა - ის, რატომაც ასე გვიყვარს ჩვენი დედაქალაქი და მოსწონს მის სტუმრებს.
სასტუმროს ინტერიერი კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი და გულგრილს ნამდვილად არ ტოვებს მნახველებს. აქ უთუოდ მყუდროდ და შინაურულად იგრძნობს თავს ქართველი თუ უცხოელი სტუმარი. სასტუმროს სერვისი სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლის ინტერესებს ითვალისწინებს და შეთავაზებებიც სტუმრების მოთხოვნებსა და სურვილებს ეფუძნება.
ყველა ოთახი პასტელის ფერებშია, მიზეზი სიმყუდროვის განცდის შექმნაა. ოთახების კლასიკური ინტერიერი, ნატურალური ხისაგან დამზადებული ელეგანტური ავეჯი, მოხერხებული საწოლები ორთოპედიული მატრასებით... ყოველ ოთახში არის სამუშაო სივრცე, უფასო უკაბელო ინტერნეტი, LED-ტელევიზორი, ფუნქციონალური გარდერობი, მინი ბარი, საიმედო სეიფი და კლიმატის ინდივიდუალური კონტროლის სისტემა.
სასტუმრო „ლაერტონ თბილისში“ მსურველებს ღონისძიებების დაგეგმვაც შეუძლიათ, ივენთების ჩამონათვალიც მრავალფეროვანია. აქ შეგიძლიათ დაგეგმოთ კორპორატიული წვეულება, სხვადასხვა შინაარსის ბანკეტი, დაბადების დღე ან ქორწილი. „ლაერტონ თბილისი“ არაერთი ინტერნაციონალური ღონისძიების მასპინძელიც ყოფილა.
„ლაერტონ თბილისის“ საკონფერენციო დარბაზი „აკაცია ჰოლი“ მსურველებს ყველანაირ პირობას სთავაზობს. დარბაზი უახლესი აუდიო-ვიზუალური მოწყობილობებით, უფასო მაღალსიჩქარიანი უსადენო ინტერნეტით, სინქრონული თარგმნის ოთახით, ეკრანით, ვიდეოპროექტორით და უსადენო მიკროფონებით არის აღჭურვილი.
„ლობი ბარში“ მყუდრო გარემოა. ბუხარი განწყობას ცივ ამინდში კიდევ უფრო ამაღლებს და განსაკუთრებული დასვენების შესაძლებლობას აძლევს სტუმრებს. აქ ქართული ღვინის დიდი არჩევანია. მენიუში ასევე შედის ქართული და ევროპული კერძები.
სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსებული „ელიონი ვერანდა“ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სასაუზმოდ. შეგიძლიათ მყუდროდ მოკალათდეთ მზის პირველი სხივებით განათებულ დარბაზში და დატკბეთ ძველი თბილისის თვალუწვდენელი პეიზაჟებით.
სასტუმროს ჩრდილოეთ ფრთაში განთავსებულია სპა-გამაჯანსაღებელი ცენტრი. სტუმრებისთვის აქ ხელმისაწვდომია: საცურაო აუზი, ჯაკუზი, საუნა, სარელაქსაციო სივრცე და კაბინეტები სპა პროცედურებისათვის.
სასტუმრო “ლაერტონ თბილისი” წარმოადგენს ახალ ქართულ ბრენდს. ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ავსებს საერთაშორისო დონის მაღალხარისხიანი სერვისის სტანდარტი და ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობა. „ლაერტონის“ გუნდი გულითადად ზრუნავს თითოეული სტუმრის კმაყოფილებაზე. ჩვენი სლოგანია: „ჩვენ ვქმნით განსხვავებას... სიამოვნებით!“
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge