ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისში
09 თებერვალი, 2018

FIFA-ს მსოფლიო თასი ერთი დღით თბილისსაც ესტუმრა. მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს „თბილისი მოლის“ შენობაში ჰქონდა.

მსოფლიო თასის ტური „კოკა-კოლამ“ 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ტური პლანეტის ექვსი კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 12 6000 კილომეტრს გაივლის.

თასის დახვედრის ცერემონიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.

თასის ტური საქართველოში „კოკა-კოლამ“ თბილისის მერიასთან და ფეხბურთის ფედერაციასთან პარტნიორობით უზრუნველყო. ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა ჰქონდა უმაღლესი საფეხბურთო ჯილდო პირადად ეხილა.

„მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, FIFA-ს, „კოკა-კოლას“, იმისთვის, რომ ქართველ გულშემატკივარს მიეცა შესაძლებლობა, მსოფლიო თასი იხილოს. სამწუხაროდ, სანაკრებო დონეზე არ მომეცა იმის შესაძლებლობა, რომ ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონატზე მეთამაშა, თუმცა საკლუბო დონეზე ყველა იმ ტურნირის მოგება შევძელი, რომელიც ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ მსოფლიო თასი ჩვენს დედაქალაქშია“, - განაცხადა კალაძემ.

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.