ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გადაიღე საქართველოში: ჰოლივუდი საქართველოთი კვლავ დაინტერესებულია
20 სექტემბერი, 2022

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ქვეყანას ჰოლივუდის კინოინდუსტრიის წარმომადგენლები სტუმრობენ.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელ სკაუტებს აქვთ კონკრეტული ფილმები, რომლებისთვისაც განიხილავენ გადასაღებ ლოკაციებს, კერძოდ დიდი ინტერესია საბჭოთა არქიტექტურისა და საბრძოლო სცენების ამსახველი ლოკაციების მიმართულებით.

სკაუტები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით. სკაუტებისთვის შედგენილი ტური 16-22 სექტემბერს ტარდება და სტუმრებს საშუალებას აძლევს მოინახულონ თბილისი, მცხეთა, რუსთავი, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი ბათუმში.

ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.