ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ადმინისტრაცია Tripadvisor-ზე ახალ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს
19 აპრილი, 2018

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოს უდიდეს ტურისტულ პორტალზე Tripadvisor ახალ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ინტერნეტკამპანია Tripadvisor-ზე ერთი წელი გაგრძელდება.

თანამშრომოლობასთან დაკავშირებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და Tripadvisor-ის მარკეტინგის მენეჯერმა ჩად შივერმა მემორანდუმი გააფორმეს.

შეთანხმების მიხედვით, Tripadvisor-ზე საქართველოს შესახებ ბანერული რეკლამა 23 აპრილიდან და 22 სექტემბრამდე  განთავსდება, რომელსაც სავარაუდოდ 3 მილიონამდე ინტერნეტმომხმარებელი იხილავს. premium partnership პაკეტი, რაც შინაარსის განახლებას და მართვის საშუალებას გულისხმობს 2019 წლის 23 აპრილამდე გაგრძელდება.

ინტერნეტკამპანია მოიცავს 24 ქვეყანას: აშშ, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, იტალია, გემრანია, უკრაინა, რუსეთი, ისრაელი, თურქეთი და ა.შ. Tripadvisor-ს 500 მილიონზე მეტი მიუკერძოებელი ტურისტული შეფასება აქვს, ვებგვერდს 440 მილიონი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.