ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურიზმის ადმინისტრაცია სტატისტიკის წარმოებისთვის ინოვაციურ პროგრამებს გამოიყენებს
09 მარტი, 2018

ტურიზმის ადმინისტრაცია სტატისტიკის წარმოებისთვის ინოვაციური პროგრამების და მეგამონაცემების (big data) გამოყენებას გეგმავს. 

ადმინისტრაციამ ესპანეთში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სტატისტიკის და სატელიტური ანგარიშების კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

მადრიდში გამართულ მე-18 სხდომას 28 ქვეყნის, მათ შორის საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების 70 წარმომადგენელი დაესწრო.

სტატისტიკის და სატელიტური ანგარიშების კომიტეტის შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები მდგრადი ტურიზმის შეფასების სახელმძღვანელოს შემუშავება, ტურიზმის სატელიტური ანგარიშების შეგროვების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს პროექტირება და მეგამონაცემების (big data) ტურიზმში გამოყენების პერსპექტივები იყო.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ესპანეთის სტატისტიკის ინსტიტუტში შეხვედრები გაიმართა ესპანელ კოლეგებთან. განსახილველი თემა საქართველოში ინოვაციური პროგრამის დანერგვის პერსპექტივა იყო, რომელიც სასტუმროებიდან მონაცემების შეგროვების დახვეწას და პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.