ავიაკომპანია Georgian Airways-ი 11 ახალი მიმართულებით იწყებს ფრენას. პირდაპირ ფრენებს კომპანია 25 მარტიდან შეასრულებს.
კომპანიამ უკვე გამოპაქვეყნა ავიარეისების განრიგი:
-
თბილისი-კიოლნი-თბილისი - ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს.
-
თბილისი-ბარსელონა-თბილისი - ყოველ ოთხშაბათსა და კვირას.
-
თბილისი-ათენი-თბილისი - ყოველ სამშაბათსა და პარასკევს.
-
თბილისი-ბრიუსელი-თბილისი - ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.
-
თბილისი-ბერლინი-თბილისი - ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს.
-
თბილისი-პარიზი-თბილისი - ყოველ სამშაბათსა და პარასკევს.
-
თბილისი-სალონიკი-თბილისი - ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.
-
თბილისი-ბრატისლავა-თბილისი - ყოველ ორშაბათსა და შაბათს.
-
თბილისი-ხარკოვი-თბილისი - ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.
-
თბილისი-ყაზანი-თბილისი - ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.
კომპანია ასევე 25 მარტიდან პირდაპირ რეისებს შეასრულებს თბილისიდან ბოლონიის მიმართულებით. რეისები ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ბოლონია, იტალიის ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქია, რომელიც არამხოლოდ მდიდარი კულტურითა და ისტორიით, არამედ განსაკუთრებული ადგილმდებარეობით გამოირჩევა.
აქედან გამომდინარე, კომპანია იტალიის მოყვარულებს მცირე განრიგსაც სთავაზობს თუ როგორ შეიძლება მსურველები ბოლონიიდან იტალიის სხვა ქალაქებში მოხვდნენ.
„თქვენ, შესაძლებლობა გაქვთ, მატარებლით მცირე დროში, იტალიის სხვადასხვა ქალაქს ესტუმროთ: 50 წუთი - ბოლონია-მილანი; 40 წუთი - ბოლონია-ვენეცია; 50 წუთი - ბოლონია-ფლორენცია; 1 საათი, 30 წუთი - ბოლონია-რომი. ბოლონიის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში კი, სამარშუტო ტაქსით ზუსტად 10 წუთში მოხვდებით”, - განმარტავენ კომპანიაში.
www.travelingeorgia.ge