სასტუმრო „ნეიშენალი“ Booking.com-ზე ქობულეთის საუკეთესო სასტუმროებს შორის ხვდება. ის საყვარელი ადგილია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის. სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას ფიჭვნარის ზონაში, შავი ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 50 ნაბიჯში მდებარეობს.
„ნეიშენალი“ სტუმრებს კომფორტულ გარემოს სთავაზობს. ყველა ნომერი აღჭურვილია ტელევიზორით, WiFi-ით, კონდიცირების სისტემით, ტელეფონით, მაცივრითა და სეიფით. არჩევანი მრავალფეროვანია
სტუმრებს სასტუმრო პარკინგს, ავტომობილს სთავაზობს არენდით. კომფორტულია მომსახურება სანაპიროზეც, აქ სტუმრებს შეზლონგი, ქოლგა და ზღვის პირსახოცი დახვდება.
სასტუმრო „ნეიშენალი“ თავის სტუმრებს ექსკლუზიურად წყლისა და მზის აბაზანის მიღების შესაძლებლობას აძლევს. იქვე ზღვასთან ღია აუზია, რომელიც ორ ზონად არის დაყოფილი - ბავშვებისა და მოყვარული მოცურავეებისათვის.
„ნეიშენალში“ მსურველებს ღონისძიებების დაგეგმვაც შეუძლიათ, ივენთების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია. აქ შეგიძლიათ დაგეგმოთ კორპორატიული წვეულება, სხვადასხვა შინაარსის ბანკეტი, დაბადების დღე ან ქორწილი. დარბაზი ლამაზი ინტერიერით 350 პერსონაზეა გათვლილი, დარბაზი აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკით: ლაზერ შოუს ელემენტებითა და კვამლის ფრქვევის ეფექტით.
წლევანდელ სეზონზე სასტუმრო სტუმრებს განსაკუთრებული სიახლეებით ეგებება.
1 ივნისიდან სასტუმროში თანამედროვე ტრენაჟორებით აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი ამოქმედდება, რელაქსაციისთვის კი გამაჯანსაღებელი და სამკურნალო მასაჟის კაბინეტით სარგებლობასაც შეძლებენ. სტუმრის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეძლებენ სილამაზის სალონში. მოეწყობა გარე ტრენაჟორებიც. პროფესიონალი მოთამაშეებისთვის გაკეთდება ბილიარდის დარბაზი, მოეწყობა გარე ტრენაჯორებიც. აქ არც პატარები ავიწყდებათ, სასტუმროს ეზოში მოეწყობა საბავშვო მოედანი სასრიალო სამი კონსტრუქციით - ატრაქციონი, საქანელები, აიწონა-დაიწონა; დაიდგმება ბატუტი 6 წლამდე ბავშვებისათვის.
სასტუმროს კაფე-ბარის გამოცდილი მზარეულები სტუმრებს ქართულ, ევროპულ და აზიურ კერძებს სთავაზობს.
„ნეიშენალის“ სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს გარდა მშვენიერი ხედით ტკბობა შეუძლიათ. კაფესთან ახლოს მდებარე საგაზაფხულო და საზაფხულო ბარ-ტერასა ზღვას გადაჰყურებს. საუკეთესო ხედი ზღვაზე, გამთენიისას მზის ამოსვლის, საღამოს კი მზის ჩასვლის მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან შეგებება დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. ზღვის ნაპირას, ტალღების ხმაურის ფონზე ფინჯანი ყავისა და სასტუმროში დამზადებული უგემრიელესი ტკბილეულის მირთმევა კი დღის ნებისმიერ დროს სასიამოვნოა.
www.travelingeorgia.ge