ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways-ითბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისების უახლოეს პერიოდში დაწყებას გეგმავს.
საკუთარი გეგმის შესახებ ქუვეითური ავიაკომპანიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს.
კომპანიის პრეზიდენტს როჰიტ რამაჩანდრანსა და ვიცე-პრეზიდენტს რაფიკ ბოგდადს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვდა. აღინიშნა, რომ ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს განიხილავს, როგორც პერსპექტიულს შემდგომი საქმიანობის ზრდისა და განვითარებისთვის.
სტუმრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მიმართ ყურის ქვეყნების მხრიდან დაინტერესება, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე იზრდება.
www.travelingeorgia.ge