ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კახური ტრადიციული მეღვინეობა” სასტუმრო AkhasheniResort-ის გახსნას თებერვლისთვის აანონსებს
09 იანვარი, 2018

“კახური ტრადიციული მეღვინეობა” (KTW) კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში სასტუმრო Akhasheni Resort-ს თებერვალში გახსნის.

მენეჯმენტმა სასტუმროსთვის კადრების აყვანაზე ვაკანსიები გამოაცხადა.

როგორც ცოტა ხნის წინ, „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ხელმძღვანელმა ზურაბ ჩხაიძემ „საქმის კურსთან“ საუბრისას განაცხადა, “სასტუმრო ენერგოეფექტური იქნება და ელექტრონერეგიას მზის ენერგიისგან მიიღებს. 

სასტუმრო 41-ნომრიანი იქნება და ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე. სასტუმროში მოეწყობა ღვინის მარანი, რესტორანი, საცურაო აუზი.

სასტუმროს მშენებლობა KTW-მ "საქართველოს ბანკისა" და DCFTA-ის პროექტის დაფინანსებით 7 თვის წინ დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7 მლნ-მდე ლარია.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ჰოლდინგური ორგანიზაციაა. ის აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს ღვინო, ბრენდი და სხვა ალკოჰოლური სასმელები. იგი, ასევე, წარმოდგენილია მაღალი სტანდარტის სარესტორნო ობიექტებით, როგორიცაა "ქართული ღვინის პალატა", "თადეოზ გურამიშვილის მარანი" და "ველისციხის ვერანდა". 

მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.