ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კამერონ მაკნილი: MOXY ორიენტირებულია მოგზაურებზე, რომლებიც ენერგიულ ექსცენტრიულ ბრენდებს ირჩევენ
30 მარტი, 2018

დახვეწილი დიზაინი, მაღალი ხარისხის მომსახურება, ხელმისაწვდომი ფასი, სასტუმროს არაორდინალური ნომრები – ეს MOXY,  Marriott International – ის ქოლგის ქვეშ შექმნილი უახლესი, ექსცენტრიული, ინოვაციური, ბუტიკის კონცეფციის სასტუმრო მიქსია, რომელიც თბილისში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.

MOXY ულტრათანამედროვე და ინოვაციური ბრენდია, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პოზიციონირება  საქართველოთი დაიწყო.

„MOXY ორიენტირებულია თანამედროვე მოგზაურებზე, რომლებიც  არჩევანს ენერგიულ ექსცენტრიულ ბრენდებზე აკეთებენ. მოგზაურებს ჩვენ ვთავაზობთ კომფორტს და ეს არის ყველაზე მთავარი. რაც შეეხება ფასებს, ის ხელმისაწვდომი და მიმზიდველია ყველასთვის, რაც MOXY-ს პროდუქტს, სხვა ბრენდებისგან განსხვავებით,  მეტ უპირატესობას სძენს ბაზარზე,“ – განმარტავს თბილისი მარიოტის, ქორთიარდ მარიოტ თბილისის, მოქსი თბილისის გენერალური მენეჯერი, კამერონ მაკნილი.

ახალაშენებულმა სასტუმრომ MOXY პირველად მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მოწვეული მედია ახლოს გაეცნო სასტუმროს ძირითად კონცეფციას, რომელიც განსხვავებულია თბილისში არსებული სხვა სასტუმროს  ბრენდებისგან.

მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ინოვაციური, დინამიური, არაორდინალური სასტუმროს ნომრები და თავად ენახათ  ოთახის კარს მიღმა მყოფი არაორდინალური სტუმრები და გამხდარიყვნენ მათი თავგადასავლების მონაწილენი.

სპეციალურად მათთვის მოეწყო  გათამაშება, რომლის მეშვეობით გამარჯვებულს შესაძლებლობა მიეცა, ერთი ჯადოსნური ღამე, სწორედ ახლადგახსნილ MOXY-ში გაეტარებინა.

სასტუმროს 130 ოთახი ექნება და ლობი, რომელიც ყველა ძირითადი აქტივობის, სხვადასხვა შეჯიბრის თუ ღონისძიების მთავარი ლოკაციაა. აქ, თითეული სტუმრისთვის დაუვიწყარი ისტორია, სახელად #AttheMoxy შეიქმნება. სასტუმროს მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენენ დინამიური, სიახლეზე ორიენტირებული ახალგაზრდა ბიზნეს მოგზაურები და თავგადასავლების მაძიებელი ტურისტები.

MOXY-ის პირველი სასტუმრო 2014 წლის სექტემბერში, მილანში გაიხსნა.  თბილისში კი, MOXY ზაარბრიუკენის მოედანზე, კომპანია ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაში არსებულ კომპლექსში მდებარეობს. სასტუმროს გარდა, აქ საოფისე ფართები და კოლორიტული რესტორნები „ჩელა“ და „პური გულიანი“ იქნება წარმოდგენილი. დიზაინში ქართული კულტურის დეტალები და აქცენტები ფიგურირებს, მათი ტანდემი „ჩელასა“ და „პური გულიანთან“ ერთად, სტუმრებს ადგილობრივ კულტურას ჩამოსვლის დღიდანვე აზიარებს.

„ჯი-ემ-თი ჯგუფსა” და „მარიოტს” შორის სასტუმრო MOXY-ის მართვის ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა. სასტუმროში ინვესტირებული თანხა 25 მლნ დოლარია. მნიშვნელოვანია, რომ „ჯი-ემ-თი ჯგუფს” კერძო ამერიკელ ინვესტორებთან და ამერიკის სამთავრობო სააგენტო “ოპიკთან” ერთად საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს პროექტები: სასტუმრო “თბილისი მარიოტი“, “ქორთიარდ მარიოტი“, “ა” კლასის საოფისე ფართი„ჯი-ემ-თი პლაზა“, რძისა და წვენების მწარმოებელი კომპანია “სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები” და მთაწმინდის ყოფილი რესტორან “ფუნიკულიორის” აღდგენა-რეკონსტრუქცია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.