Moxy, Marriott International - ის ქოლგის ქვეშ შექმნილი უახლესი, ინოვაციური ბრენდია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პირველად, საქართველოში გაიხსნა!
Moxy ბუტიკის კონცეფციის სასტუმროა, რომელიც დახვეწილი დიზაინის, მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ხელმისაწვდომი ფასის მიქსია. Moxy-ს ბრენდის მთავარი განმსაზღვრელი არის დამოკიდებულება და ის ემოციები რასაც ვიზიტისას იღებ, ხოლო ფასი სასიამოვნო მოულოდნელობაა. Moxy-ში მუდმივი მოძრაობაა: საინტერესო ხალხი, ენერგიული და კრეატიული, მონდომებული crew (თანამშრომლები). Moxy-ში მუდმივი მხიარულებაა, დიზაინი და სტილი აქ კარგადაა გათვლილი და დაგეგმლი და ამასთანავე საინტერესოდ არის შესარულებული.
სასტუმროს კონცეფცია რადიკალურად განსხვავდება თბილისში არსებული სხვა ბრენდებისგან. სასტუმროს მიზნობრივ აუდიტორიას წარმოადგენენ დინამიური, სიახლეზე ორიენტირებული, ტრენდ-სეტერი, ახალგაზრდა ბიზნეს მოგზაურები და თავგადასავლების მაძიებელი ტურისტები. ისინი მუდამ ისწრაფვიან ინოვაციებისა და ახალი შეგრძნებებისკენ. მათთვის მსოფლიო - აღმოჩენების, თავგადასავლებისა და რაც მთავარია - წარმატების მიღწევის უსაზღვრო შესაძლებლობის მქონე ადგილია. გართობისა და საქმის შეთავსება მათი სტილი და განუყოფელი ნაწილია.
MOXY - ს სტუმრებს ტრენდები და ტენდენციების მიმდევრობა არ სჭირდებათ, ვინაიდან ისინი თავად ქმნიან მათ.
MOXY - ს მთავარი მისია თავისი სტუმრისთვის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ჩუქებაა. ამისთვის ის ქმნის ატმოსფერულ, ექსცენტრიულ გარემოს, გეგმავს უამრავ აქტივობას, რათა ერთმანეთს კულტურები და მონათესავე სულები შეახვედროს.
სასტუმრო ზაარბრიუკენის მოედანზე, კომპანია ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაში არსებულ კომპლექსში მდებარეობს. სასტუმროს გარდა აქ საოფისე ფართები და კოლორიტული რესტორნები „ჩელა“ და „პური გულიანი“ იქნება წარმოდგენილი.
დიზაინში ქართული კულტურის დეტალები და აქცენტები ფიგურირებს, მათი ტანდემი „ჩელასა“ და „პური გულიანთან“ ერთად, სტუმრებს ადგილობრივ კულტურას ჩამოსვლის დღიდანვე აზიარებს.
სასტუმროს 130 ოთახი აქვს, ლობი, რომელიც ყველა ძირითადი აქტივობის - სხვადასხვა შეჯიბრის, ღონისძიების მთავარი ლოკაციაა. აქ თითოეული სტუმრისთვის დაუვიწყარი ისტორია, სახელად #AttheMoxy, იქმნება. მიმღების ფუნქციას აქ ბარი ითავსებს და სტუმრებს ჩამოსვლისთანავე კოქტეილით უმასპინძლდება, ასევე არის სარელაქსაციო და სამუშაო ზონები, მეგობრებთან შესახვედრად განკუთვნილი უზარმაზარი მაგიდა.
MOXY ყველას, ყველას სთავაზობს უამრავ თამაშს, რომელსაც მისი კრეატიული, ენერგიული, უკომპრომისო და ექსცენტრიული Crew უძღვება.
ვინაიდან მოქსის სტუმარი მუდმივ მოძრაობაშია და ხანგრძლივი ლანჩისა და სადილისთვის დრო არ რჩება, სასტუმრო მათ grab & go კონცეპციის მაღაზიას სთავაზობს.
MOXY-ის პირველი სასტუმრო 2014 წლის სექტემბერში, მილანში გაიხსნა. თბილისში კი, MOXY ზაარბრიუკენის მოედანზე, კომპანია ჯი-ემ-თი ჯგუფის მფლობელობაში არსებულ კომპლექსში მდებარეობს. სასტუმროს გარდა, აქ საოფისე ფართები და კოლორიტული რესტორნები „ჩელა“ და „პური გულიანი“ იქნება წარმოდგენილი. დიზაინში ქართული კულტურის დეტალები და აქცენტები ფიგურირებს, მათი ტანდემი „ჩელასა“ და „პური გულიანთან“ ერთად, სტუმრებს ადგილობრივ კულტურას ჩამოსვლის დღიდანვე აზიარებს.
„ჯი-ემ-თი ჯგუფსა" და „მარიოტს" შორის სასტუმრო MOXY–ის მართვის ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა. ახალ სასტუმროში ინვესტირებული თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ „ჯი-ემ-თი ჯგუფს" კერძო ამერიკელ ინვესტორებთან და ამერიკის სამთავრობო სააგენტო "ოპიკთან" ერთად საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები: სასტუმრო "თბილისი მარიოტი", "ქორთიარდ მარიოტი", "ა" კლასის საოფისე ფართი „ჯი-ემ-თი პლაზა", რძისა და წვენების მწარმოებელი კომპანია "სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" და მთაწმინდის ყოფილი რესტორან "ფუნიკულიორის" აღდგენა - რეკონსტრუქცია.