"ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი ვართ და ტურიზმი ერთმანეთთან გვაკავშირებს"
„ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველანი ერთი ოჯახი ვართ და ტურიზმი ერთმანეთთან გვაკავშირებს“, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სესიაზე განაცხადა, სადაც იგი საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა
ზურაბ ალავიძე დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახლად არჩეული ხელმძღვანელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მსოფლიოს მოსახლეობა ტურიზმის მეშვეობით ერთმანეთს დააკავშიროს
საქართველოს კანდიდატმა - ბატონმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტზე, 12 მაისს, აღმასრულებელი საბჭოს არჩევნებში კონკურენცია გაუწია სხვადასხვა ქვეყნის კანდიდატურებს
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიაზე მიიღეს რეკომენდაცია, რომლის თანახმად, ზურაბ პოლოლიკაშვილი 2018 წლის იანვრიდან, ოთხი წლის ვადით, გენერალური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.