შავი ზღვის რეგიონალურ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო კონკურსზე OIV-ის (ყურძნისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის) ექსპერტებმა Shabo-ს ღვინოები უმაღლესი ქულით შეაფასეს. Shabo-ს ყველა ღვინო მაღალი ქულით 94-დან 98-მდე შეფასდა, 100-ქულიანი შკალით.
უკრაინული ბრენდი Shabo საქართველოს ბაზარზე აქტიურად არის წარმოდგენილი.
კონკურსი წელსაც OIV-ის პატრონაჟით ჩატარდა. კონკურსზე თავი მოიყარა საუკეთესო ღვინის ექსპერტებმა მსოფლიოდან, მათ შორის, OIV- ის კომისიის 2 უფლებამოსილი წევრი. განსაკუთრებული შექება დაიმსახურა გრანდ რეზერვი შაბოს და ვაჟა გრანდ კრუის ღვინოებმა, სპეციალური დაძველებით.
კატალინ პადურადუ, ღვინის ექსპერტი, ექსპერტ-დეგუსტატორი, IWCB (International Wine Contest Bucharest/ბუქარესტის ღვინის საერთაშორისო კონკურსი)-ის აღმასრულებელი დირექტორი, მევენახეობისა და ღვინის წარმოების ეროვნული პატრონაჟის (მფარველობის) დამფუძნებელი. “შაბო, 3-4 წლის წინ, დუსელდორფში, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო, ProWeine-ს გამოფენაზე აღმოვაჩინე. ღვინო, ვფიქრობ, მართლაც უმაღლესი ხარისხისაა, განსაკუთრებით, კაბერნე - თავისი უნიკალურობითა და შეფუთვით. ძალიან მინდა, შაბოს ცქრიალა ღვინის დაგემოვნებაც. უკრაინულ ღვინისწარმოებაზე, მის ღირებულებით მხარეებზე, ჩემი შეხედულება აბსოლუტურად შეიცვალა, გადაფასდა.”
www.travelingeorgia.ge