4 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული ხარაგაულობა -2023
პროგრამა:
12.00 – 15:00 სტუმრების მიღება ხარაგაულის შემოსასვლელთან, დევების მონუმენტის განახლებულ რეკრეაციულ სივრცეში, ფოკლორულ ანსამბლ „ოდილასთან“ ერთად;
12.30-13.00 - ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში გაიმართება აკადემიკოს ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი იზა ვეფხვაძის დოკუმენტური ფილმის „ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე“ ჩვენება;
13.30 -14.30 ხარაგაულის კინოთეატრში ლიტერატურული თეატრი გამართავს ჩვენი თანამემამულის, რეზო თაბუკაშვილისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ წარმოდგენას „მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები“;
15.00 -15.20 - ხარაგაულის მემორიალთან ანსამბლ „უბისისა“ და ანსამბლ „მთიელის“ კონცერტი;
15.00-16.00 ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკის ოფიციალური გახსნა.
მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო ნობათის დაგემოვნება.
ხარაგაულისათვის დამახასიათებელი რეწვის ნიმუშებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა;
მოეწყობა საგამოფენო სივრცეები:
ძველი ხარაგაულის ფოტოების გამოფენა (ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი);
თეატრალური წარმოდგენა ,,შემოდგომის აზნაურები“ – ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი;
ინოვაციების კუთხე - ლეგო - რობოტების კონსტრუქტირება
ტურიზმის კუთხე
საბავშვო გასართობი სივრცეები;
სპორტული სივრცე - სასპორტო წრეების აქტივობები(მკალვჭიდი,ჭიდაობა,კარატე);
16.00-16.30 -კონცერტი - ხარაგაულის ხმები, ანსამბლი ,,საუნჯე“, ხარაგაულის კვარტეტი, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ხარაგაულის სამუსიკო სკოლა;
16.30-17.00 -საოპერო სცენის ვარსკვლავები, მამუკა ლომიძე და მისი მეგობრები;
17.00-17.30 - ხარაგაულის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება;
17.30 -კონცერტი ანსამბლი „ფორტე“;