ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სპა და ველნესის ფასდაკლების კვირეულში 17 სასტუმრო ჩაერთო
11 აპრილი, 2018

საქართველოში ფასდაკლების კვირეულში SPA & WELLNESS 17 სასტუმრო და 2 სარეაბილიტაციო-პროფილაქტიკური მომსახურების ცენტრი ჩაერთო.

განთავსების ობიექტები მომხმარებლებს 25%-დან 51% ფასდაკლებას სთავაზობენ.

ფასდაკლების კვირეული მოიცავს: თბილისს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამცხე-ჯავახეთს, იმერეთს და აჭარას.

ფასდაკლების კვირეულთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ სამედიცინო ველნეს კურორტ BIOLI-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით პროექტი Discount Week-ი 13 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ფასდაკლების კვირეული წარმოადგენს პროექტს, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შიდა და საერთაშორისო ტურისტებისათვის სხვადასხვა ტურისტულ ობიექტში ფასდაკლებით სარგებლობას. ფასდაკლების კვირეულის მიზანია არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაციასა და შიდა ტურიზმის წახალისებას. პროექტი ხელს შეუწყობს ტურისტულ ობიექტებს ვიზიტორების მოზიდვაში.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.