ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პირველი მატარებელი ჩინეთიდან თბილისში და “აბრეშუმის რკინიგზის“ ოფიციალური გახსნა
13 დეკემბერი, 2015

დღეს, 13 დეკემბერს, 10:30 საათზე თბილისში, ცენტრალური რკინიგზის სადგურზე, ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან გამოსული პირველი მატარებელი შემოვა. მატარებლის შემოსვლით ოფიციალურად გაიხსნება “აბრეშუმის რკინიგზა“.

საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს, რომელიც მატარებელს “საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდება.

ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, მატარებელი თურქეთში ჩავა.

“ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული „აბრეშუმის გზის“ პროექტი. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია – ევროპას. ჩინეთის უკიდურესი აღმოსავლეთ ნაწილიდან, პორტ ლინუნგანიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა, რაც საუკეთესო შედეგია იმ პირობებში, როდესაც გემს 40-45 დღე სჭირდება.
წლის ბოლომდე თბილისი კიდევ ერთ ტრანზიტულ მატარებელს მიიღებს, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში დამატებით რამდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა იგეგმება.
პროექტით ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი მნიშვნელოვნად იზრდება”, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ცნობაში.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.