TAV Holding-ის ორგანიზებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, TAV Georgia-სა და TAV-ის მმართველობაში არსებულ მედინას აეროპორტის, საუდის არაბეთის სახელმწიფო სტრუქტურებისა და სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
5 დღიანი ვიზიტის შემაჯამებელ შეხვედრაზე TAV Georgia-მ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.
TAV Holding-ი ფრანგულ კომპანია ADP-ისთან ერთად მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 77 აეროპორტში ოპერირებს, მათ შორის საუდის არაბეთის 4 აეროპორტში.
www.travelingeorgia.ge