ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გამომყევი აჭარაში კამპანიამ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა
20 ნოემბერი, 2023
#გამომყევიაჭარაში კამპანიამ სოციალურ ქსელებში 100 მილიონზე მეტი წვდომა დააგროვა.
კამპანიის მთავარი პრიზების გამარჯვებულები დღეს დაჯილდოვდნენ.
 
  1. პირველი ადგილი ქუთაისელმა ქუჩის ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა მოიპოვა. ორი თვის განმავლობაში მის მიერ აჭარაში მოგზაურობაზე გამოქვეყნებულმა კონტენტმა 32, 722, 801 წვდომა (reach) შეადგინა.
  2. მეორე ადგილი ინფლუენსერმა სალი წვერავამ დაიკავა.
  3. მესამე ადგილზე ტიკტოკ ინფლუენსერი ნათია კახიძე გავიდა.
 
გამარჯვება ასევე მოიპოვეს მოგზაურ-ინფლუენსერებმა ტიტე მიქაძემ, ზურა გელაშვილმა და ფუდბლოგერმა ანა მითაიშვილმა.
 
ორთვიანი კამპანიისას, ბლოგერების მიერ აჭარის შესახებ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა კონტენტმა ასიათასობით ქართველს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ადგილები და სერვისები.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.