წყალტუბოში ტურისტული სეზონი გაიხსნა. კვირეული 9 ივნისამდე გაგრძელდება დაწყალტუბოს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი ვიზიტორებს ტურისტულ სეზონზე ბევრ საინტერესო აქტივობასა და სიურპრიზს პირდებიან.
"ასეთი მასშტაბური და დატვირთული კვირეული ჯერ არ ჰქონია წყალტუბოს, სტუმრებს ბევრი საინტერესო სანახაობა ელოდება. ასევე, ამ კვირეულით ყველას მოვუწოდებთ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით," - ამბობს წყალტუბოს მერიის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი სალომე ქუთათელაძე.
სეზონი წყალტუბოში ფლეშმობით გაიხსნა, გაიმართა ველორბოლა. კვირეულის ფარგლებში იგეგმება ფლეშმობი კურორტის სხვადასხვა ადგილას, ასევე გაიმართება Street Ball, ნავებით შეჯიბრი ცივ ტბაზე, ციგუნი - სუნთქვითი ხელოვნება, ლაშქრობა - ახალი ტურისტული მარშრუტის აღმოჩენა, ბადმინტონი.
კვირეული 9 ივნისს დახურვა ელექტრონული მუსიკის ფესტივალით დაიხურება სანატორიუმ მედეაში.
www.travelingeorgia.ge