რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს იწყებს.
ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო.
ავიაბილეთის ღირებულება 64 ევროდან (ერთი გზა) იქნება. ფრენები ამ მიმართულებაზე 24 მაისიდან დაიწყება და ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის ბოლომდე გასტანს.
რეისები ყოველ ხუთშაბათსა და კვირაობით განხორციელდება. ფრენა კრასნოდარის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 06:55 საათზე განხორციელდება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 10:05 საათზე (ადგილობრივი დროით).
www.travelingeorgia.ge