ინტელექტუალური საუბრები ღმერთზე, სამყაროზე, ადამიანის რაობაზე და კაცობრიობის მიერ განვლილ გზაზე, ისტორიაზე და ეს ყველაფერი ისტორიულ სამცხე-ჯავახეთში. 25 აგვისტდან 27 აგვისტოს ჩათვლით „ვარძია რეზორტში“ „აზროვნების აკადემიის“ ორგანიზებით ინტერაქცია დისკუსია გაიმართა.
„ვარძია რეზორტის“ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ აზრთა გაცვლა-გამოცვლის რეჟიმში შეხვედროდნენ და მოესმინათ ანდრო დგებუაძისა და ლევან გიგინეშვილსათვის. მოეწყო ფილმის „თორმეტი განრისხებული მამაკაცი“ ჩვენება-განხილვა. ამ ყველაფერთან ერთად მონაწილეებმა დაათვარიელეს ვარძიის ღირშესანიშნაობები.
„აზროვნების აკადემია“ უკვე ორი წელია არსებობს და საგანმანათლებლო მიმართულებით უამრავ პროექტს ახორციელებს. მისი მიზანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის შევქმნას სივრცე, რომელიც დაეხმარება ინტელექტუალურ განვითარებაში.
„ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია „სალონური საუბრები“ რომელიც იმითაა მნიშვნელოვანი, რომ სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილების, ინტერესების მქონე ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს მოუსმინონ სხვადასხვა დარგის მცოდნე, პროფესიონალ ადამიანებს, იმსჯელონ მათთვის საინტერესო თემებზე. ეწყობა „სალონური საუბრების“ გასვლითი ტურები ქალაქგარეთ.
ტური გულისხმობს უქმეების გატარებას კომფორტულ სასტუმროში, სასიამოვნო და რაც მთავარია, ინტელექტუალურ გარემოში. ტურის ფორმატი ითვალისწინებს სხვადასხვა საინტერესო სპიკერის თანხლებას, რომელთან ერთადაც ეწყობა საინტერესო საღამოები. სალექციო შეხვედრები ინტერაქციული ხასიათისაა, მონაწილეები უშუალოდ არიან ჩართულნი დისკუსიაში.
„ვარძია რეზორტი“ შესანიშნავი ადგილია მსგავსი ღონისძიებებისთვის. სასტუმრო და მისი პერსონალი ქმნის ყველა პირობას განტვირთვისა და სასიამოვნო დასვენებისთვის“, - ამბობენ „აზროვნების აკადემიაში.“
შემდეგი მასპინძელი კომპანია „ეთნო ტური“ გამოდგა. მისი თანამონაწილეობით გაიმართა ცნობილი ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის ლიტერატურული საღამო.
„კომპანია "ეთნო ტური" საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ აწყობს შემეცნებითი ხასიათის სამოგზაურო პროექტებს. ამ მიმართულებით მუშაობის დროს რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლიდით ქვეყნის ისეთ ისტორიულ ნაწილს, როგორიცაა მესხეთი.
პირველ რიგში საჭირო იყო პარტნიორი, რომელთანაც მოგზაურობის პერიოდში თავშეყრის და დაბინავების საკითხებზე ვითანამშრომლებდით. პარტნიორობაც, თანამშრომლობაც და მეგობრობაც, რეგიონში (და არამარტო რეგიონში) საუკეთესო სასტუმრომ გაგვიწია, ეს არის - "ვარძია რეზორტი" და შედეგიც საუკეთესო მივიღეთ,“ - ამბობს „ეთნო ტურის“ დირექტორი მამუკა ბიჭაშვილი.
უმასპინძლე კლასიკურ მუსიკას შენს რეგიონში - ეს არის სლოგანი იმ წამოწყების რომლის მეშვეობითაც ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი და კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით მოგზაურობდნენ და 50 კონცერტი გამართეს.
1 აგვისტოს პიანისტი დავით ალადაშვილი მოსმენის საშუალება „ვარძია რეზორტის“ სტუმრებსაც მიეცათ.
„ვარძია რეზორტი“ ჩემთვის არის სიამოვნების თავგადასავალი, გარემო, რომელიც დიდი სიყვარულით იქმნება ჩვენთვის, დამსვენებლებისთვის! როდესაც შეგიძლია მოდუნდე და მზის სხივებით დატკბე, მეგობრებთან ერთად გაერთო, საღამოს უგემრიელესი ღვინო დააგემოვნო და სასტუმროს ეზოში სასეირნოდ გამოსულმა აღმოაჩინო, რომ მთვარის შუქით განათებული ვარძიის ნაკრძალი ჩანს (მომენტი, რომელსაც აუცილებლად აღბეჭდავ „ფირზე“) ეს წუთები დაუვიწყარს ხდის „ვარძია რეზორტში“ სტუმრობას.“- აცხადებს ალადაშვილი.
www.travelingeorgia.ge