განსხვავებული, ორიგინალური და დაუვიწყარი ქორწილის დღე Gino Wellness Mtskheta-ში.
ყველას სურს, ეს დღე გამორჩეული და საუკეთესო მოგონებებით სავსე გახადოს, თუმცა ამ, ერთი შეხედვით, მარტივ ამოცანას ბევრი ვერ ართმევს თავს. სასტუმრო Gino Wellness Mtskheta სხვა უამრავ სერვისთან ერთად, ქორწინების დღესაც დასამახსოვრებელს გთავაზობთ.
ფანტაზია და გამოცდილება Gino Wellness Mtskheta-ს სავიზიტო ბარათია. მისი პერსონალისთვის უპირველესი სტუმრის ბედნიერება, მისი ნებისმიერი სურვილის სწრაფად და უმაღლეს დონეზე შესრულებაა.
უსაფრთხო და დაცული გარემო, ორგანიზების სისწრაფე, უმაღლესი კლასის დიზაინერული გაფორმება და, რაც მნიშვნელოვანია, უგემრიელესი კერძები თქვენი არჩევანით.
ქორწილისთვის Gino Wellness Mtskheta ტერასას დაგითმობთ, რომლიდანაც ულამაზესი ხედები იშლება ისტორიულ დედაქალაქზე. ამ სასტუმროს ერთ-ერთი უპირატესობა სვეტიცხოვლის სიახლოვე და მთელი მცხეთის უმშვენიერსი პანორამა გახლავთ.
მეგობრული გარემო, ხელმისაწვდომი ფასები, თქვენი სურვილების შესრულებაზე ორიენტირებული ადამიანები - სწორედ ამას გთავაზობთ Gino Wellness Mtskheta.
ეს ბუტიკის სტილის 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო მცხეთაში ყველაზე დიდი, ყველაზე მრავალფეროვანი სერვისის შემომთავაზებელია. მასში 22 ნომერია, ყველა საჭირო ინვენტარით და გამორჩეული დიზაინით, ეზო-ბაღი „ოაზისი“ კი მართლაც ოაზისს წარმოადგენს.
სუზი აინრამჰოფი, Gino Wellness Mtskheta-ს გენერალური მენეჯერი: „სასტუმრო ყველა საორგანიზაციო საკითხსა და დიზაინერულ მომსახურებას საკუთარ თავზე იღებს, მთავარი ჩვენთვის სტუმრის სურვილების შესრულება და მისი ბედნიერებაა“.
www.travelingeorgia.ge