Wizz Air ქუთაისიდან ევროპის 5 ქალაქის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულებას იწყებს.
რეისები შესრულდება რომის, პარიზის, ბარსელონას, პრაღისა და ათენის მიმართულებით
ევროპის 5 ახალი მიმართულების გეგმა ასეთია:
-
რომი (17 მაისიდან)
-
პარიზი (17 მაისიდან)
-
ბარსელონა (18 მაისიდან)
-
ათენი (17 მაისიდან)
-
პრაღა (19 მაისიდან)
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: https://wizzair.com/ka-ge#/ ან აეროპორტის ავიასალაროებში.
შეგახსენებთ, რომ უნგრული, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მეორე ბაზას გახსნის.
www.travelingeorgia.ge