ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Wizz Air-ი ქუთაისიდან ათენში იწყებს ფრენებს
17 ოქტომბერი, 2017

Wizz Air-ი ქუთაისიდან კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს.

ავიაკომპანია ქუთაისიდან საბერძნეთის დედაქალაქ ათენის მიმართულებით ფრენებს მაისიდან იწყებს.

რეისები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება. ერთი მიმართულებით ფრენის ღირებულება 190,99 ლარიდან იქნება.

Wizz Air-ი ​ათენის მიმართულებით პირველ რეისს 17 მაისს განახორციელებს. ავიაკომპანიის საიტზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.