ZemeliHouse - ახალი კონცეფციის სასტუმრო თბილისში, რომელიც ერთ თვეში airbnb-ის ათეულში მოხვდა
სოციალიზმი ამ ქვეყნის არც ისე შორი ისტორიის ნაწილია. ტურისტისთვის, რომელიც ჩამოდის პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, საინტერესოა შენი დამოკიდებულება წარსულის მიმართაც. მას სურს გაიგოს. დღეს ქვეყყნის მოქალაქეები იმ პერიოდს როგორ აფასებენ. სწორედ ამოიტომ, ჩვენი ირონიზირებული დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ, ჩავდეთ დეტალებში. ვიარეთ ძალიან ბევრი მშრალ ხიდზე. ნავთლუღში. ე.წ „ბარახლოვკაზე,“ შევხვდით უამრავ ადმინს, რომელიც ყიდდა საბჭოთა კავშირის დროინდელ ძველ ნივთს, ჭურჭელს. ეს ყველაფერი ვაგროვეთ სათითაოდ.“-ამბობს გვანცა გულიაშვილი.

სასტუმროს გაქირავებას ZemeliHouse-ის დამფუძნებელი airbnb-ის საშუალებით ახერხებს. საიტზე ფოტოების განთავსებიდან თვენახევრის თავზე, გვანცას სუპერჰოსტის, ანუ სუპერ მასპინძლის სტატუსი მიენიჭა, რასაც თავისი ბენეფიტები აქვს და ZemeliHouse დღეს ვებგვერდზე განთავსებული სასტუმროების პირველ ათეულშია. სასტუმრო გახსნის დღიდან აქტიურად იჯავშნება და სტუმრების სიმცირეს არ უჩივის, თუმცა
ტურისტების ინტენსიური ნაკადის მიღებას გვანცა გულიაშვილი ახალი წლის დღეებში ელოდება.
ახლო მომავალში ZemeliHouse ტურისტებს ტრანსფერსა და ექსკურსიებსაც შეთავაზებს. სასტუმროს სტუმრები მთელი საქართველოს მასშტაბით სასურველი ტურის არჩევას შეძლებენ. გვანცა გულიაშვილი სასტუმროს გახსნას იგივე კონცეფციით, სხვა ტერიტორიაზეც გეგმავს.

„ძალიან წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, ამიტომ ანალლოგიური სტილის გესთჰაუზის გაკეთებას კიდევ ვაპირებ. ჩვენთან სივრცე ისეა მოწყობილი, რომ შემოსული სტუმარი ადვილად ხვდება ჩვენს დამოკიდებულებას. მათთვის ცხადია, რომ სოცრეალიზმი ამ ქვეყნისთვის აბსოლუტურად გააზრებულად დასრულებული წარსულია. სტუმრები ხშირად ინტერესდებიან იმ ნივთებით, რომლებიც ჩვენს სასტუმროში ხვდებათ. მეკითხებიან სად შეუძლიათ მათი შეძენა. ზოგადად, ძალიან მოსწონთ გარემო და ჩვენი ხედვა.“ -ამბობს გვანცა გულიაშვილი.

ცოტა ხნის წინ ZemeliHouse „თიბისი ბანკის „ სტარტაპების მხარდამჭერ პროექტში ჩაერთო. გვანცა სტარტაპ სესხით სარგებლობასაც აპირებს. აღნიშნული თანხა ახალი სასტუმროს გასახსნელად უნდა გამოიყენოს.
მანამდე კი აქტიურად ესწრება „თიბისი ბანკის“ ტრენინგებს და სემინარებს, რომლებიც სტარტაპერებისთვის ტარდება. ფიქრობს, რომ საინფორმაციო მხარდაჭერა, რომელიც ბანკმა სტარტაპერებს შესთავაზა, ფინანსურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
სტარტაპერი
bpn.ge