ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება „ბათუმი – 2022“ გაიმართა
01 დეკემბერი, 2022

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი სწავლება „ბათუმი – 2022“ გაიმართა. სწავლება, სცენარით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების შესაბამისად, ორ ეტაპად წარიმართა.
მოდელირებული სცენარის პირველი ეტაპით გათვალისწინებული იყო საჰაერო ხომალდის აფეთქების საფრთხე, კერძოდ, თვითმფრინავის ავარიული დაშვება, ასევე სტიქიური უბედურება და ხანძარი, ხოლო მეორე ეტაპით – აეროპორტის მიწისზედა ობიექტებზე ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენების მცდელობა.
სრულმასშტაბიან სწავლებაში მონაწილეობდნენ შპს „ბათუმის აეროპორტი“; შპს „საქაერონავიგაცია“; შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების ბათუმის განყოფილება; შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანაყოფი, განაღმვის ჯგუფი; შპს „ჩემი ოჯახის კლინიკა“ და შპს „ქალაქ ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სრულმასშტაბიანი სწავლება რეგულარულად ტარდება. სწავლების მიზანია საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება.

“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.