ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აბასთუმანში ჰაერი დაბინძურებული არ არის
03 სექტემბერი, 2018

აბასთუმანში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია, - ასთია გარემოს ეროვნულმა სააგენტოს მონიტორინგის შედეგები.

სააგენტომ აბასთუმანში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით აგვისტოში განახორციელა. ავტომატური სადგური 24 საათის განმავლობაში განთავსებული იყო სპეციალისტების მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე. მობილური სადგურის საშუალებით ჰაერში უწყვეტ რეჟიმში რვა დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველობა გაიზომა, მათ შორის, მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5), გოგირდისა და აზოტის დიოქსიდების, აზოტის ოქსიდის და სხვა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს აბასთუმანში წლის ბოლომდე გააგრძელებს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.