აბასთუმანში ისტორიულ სახლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის დონორი მსოფლიო ბანკია. სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდს აქვს გამოცხადებული.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 მილიონ 45 ათასი ლარია. წინადადებების მიღება 18 იანვარს იწყება და 22 იანვარს სრულდება.
პროექტით განსაზღვრულია დაბა აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის ქუჩის N56-დან N104-მდე მონაკვეთზე არსებული შეობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია ისტორიული და მხატვრული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საცხოვრებელი სახლები. აღნიშნული 17 სახლი და უძრავი ქონება დაყოფილია 84 დამოუკიდებელ ტერიტორიად, რომელსაც ჰყავს 85 მფლობელი.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
www.bm.ge