აბასთუმანში ტურიატული იმფრასტრუქტურის სარეალიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ცხე-ჯავახეთის გუბერმაატორი ბესიკ ამირანაშვილი დაბა აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარე პროცესს გაეცნო. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს დაგეგმილია დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლის, ობსერვატორიისა და ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
სახლები XIX, XX საუკუნეებშია აგებული და იმ პერიოდის ხის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობებითა და ქანობიანი სახურავებით ხასიათდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება მათი რესტავრაცია და პირვანდელი სახით აღდგენა. გუბერნატორმა , ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, 2019 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ლოკაციების ერთი ნაწილიც დაათვალიერა.
www.travelingeorgia.ge