16 ივნისიდან, Air Arabia Abu Dhabi აბუ-დაბიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განაახლებს
16 ივნისიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განაახლებს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ავრცელებს.
ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2021 წლის ივლისში დაიწყო.
Air Arabia Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საამიროების ორი მსხვილი ავიაკომპანიის Air Arabia-სა და Etihad Airways-ის მიერ დაფუძნებული კომპანიაა.
ავიაკომპანია ტრანზიტულ მგზავრებს შესაძლებოლობას აძლევს იფრინონ აბუ-დაბიდან ნებისმიერი მიმართულებით Etihad Airways-ის საშუალებით.
avianews.ge