ქალაქის შუა გული, ისტორიული ძველი თბილისი, საუკეთესო მომსახურება, დახვეწილი ნომრები, ტურისტულად აქტიური ადგილი, უამრავი კაფე, რესტორანი, ბარი - სხვა რა უნდა გაითვალისწინო, როდესაც სასტუმროს ეძებ დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, შეხვედრისთვის ან სხვა ნებისმიერი მიზნისთვის.
თქვენც თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პუნქტი მნიშვნელოვანია, მაშინ ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ და ეწვიეთ სასტუმრო „მეფე გორგასალს“ და დაისვენეთ მეფურად/დედოფლურად!
სასტურმოს საუკეთესო ლოკაცია მოგცემთ შესაძლებლობას თქვენი კომფორტული ნომრის აივნიდან დატკბეთ ძველი თბილისის ხედებით, საღამოს კი შარდენზე გაისეირნოთ, ისიამოვნოთ კარგი გარემოთი და დააგემოვნოთ უამრავი ქართული კერძი ან სასმელი.
თუ „მეფე გორგასალში“ დაბინავდებით შეძლებთ თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილის მონახულებას ძალიან მარტივად. სასტუმროდან სულ რამდენიმე წუთში მოხვდებით ევროპის მოედანზე, ახვალთ მეტეხის ეკლესიაში, გაივლით ძველი თბილისის ქუჩებში და შეიგრძნობთ თბილისური კულტურის სიდიადეს.
როდესაც სასტუმროს შეარჩევთ, რა თქმა უნდა მხოლოდ ლოკაცია არ არის მთავარი, არჩევის პროცესში მომსახურებაც და ნომრების კომფორტულობაც გადამწყვეტ როლს თამაშობს. „მეფე გორგასალი“ ამ შემთხვევაშიც გამორჩეულია, რადგან გაქვთ შესაძლებლობა ოთახში თქვენთვის სასურველი ტემპერატურა და გარემო შექმნათ, გახსნათ მინი ბარი, აიღოთ ჭიქა ღვინო და მოდუნდეთ, თავი კომფორტულად იგრძნოთ. გვერწმუნეთ, თქვენს იდეალურ დასვენებაზე აქ ნამდვილად იზრუნებენ!
გურმანებს უამრავი სურპრიზი ელით. სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანი „სორმონი“ სადაც შეგიძლიათ დახვეწილ და კომფორტულ გარემოში უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძები მიირთვათ. აქვეა ღვინის სადეგუსტაციო, ხინკლის ,,შოუ რუმი“ (კერძის მომზადების საჩვენებელი ოთახი). რაც ყველაზე მთავარია თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ქართული ტრადიციული კერძის, ხინკლის კეთების პროცესს და აგრეთვე თავადვე მიიღოთ მონაწილეობა.
როდესაც ღვინის სადეგუსტაციოს ეწვევით ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და განსაკუთრებულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. აქ პროფესიონალი სომალიე აღმოგაჩენინებთ ახალ გემოებს, რომელიც თქვენთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დატოვებს.
თუ გსურთ, ჩაიკარგოთ ძველი თბილისის ისტორიულ ლაბირინთში, დატკბეთ ულამაზესი ხედებით, ფეხით მოიაროთ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი, დააგემოვნოთ და აღმოაჩინოთ ახალი გემოები აუცილებლად უნდა ეწვიოთ სასტუმრო "მეფე გორგასალს".
გაატარე თქვენთვის მნიშვნელოვანი დრო აქ და დარწმუნდი, რომ იდეალური გარემო და მომსახურება ქმნის იმ ჯაჭვს, რომელიც თქვენ სრულ კომფორტს შეგიქმნით.
„მეფე გორგასალში“ გატარებული წუთები აუცილებლად დარჩება თქვენს მეხსიერებაში სასიამოვნო მოგონებად და დაგეუფლებათ გრძნობა, რომ კიდევ დაბრუნდეთ ამ გარემოში.
www.travelingeorgia.ge