სასტუმრო „სტამბა“, მსოფლიოს მასშტაბით, სასტუმრო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.
AHEAD Global Awards-ზე სასტუმრომ „ხალხის არჩევანის“ (People’s choice) ჯილდო მოიპოვა.
კონკრეტული სასტუმროსთვის ხმის მიცემა ჟიურის გარდა, მოსახლეობასაც შეეძლო; სწორედ ამ კატეგორიაში მოიპოვა გამარჯვება ქართულმა სასტუმრომ.
AHEAD Global Awards-ის ჯილდოს მოპოვება ქართული სასტუმროსთვის მასშტაბური აღიარებაა. დაჯილდოვება ყოველწლიურია და მასზე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული სასტუმროებია წარდგენილი.
სასტუმრო „სტამბა“ თბილისში „აჭარა ჯგუფმა“ გასული წლის გაზაფხულზე გახსნა.