AHEAD GLOBAL AWARDS-ზე წარდგენილი „სტამბასთვის“ ხმის მიცემა 23 იანვრამდეა შესაძლებელი
სასტუმრო „სტამბას“ AHEAD Global Awards-ზე გამარჯვების მოპოვების შანსი აქვს, რაც მსოფლიო მასშტაბით სასტუმრო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღიარების მაჩვენებელია.
“ეს არა მხოლოდ შენობის დიზაინისა და არქიტექტურის, არამედ მთლიანად საქართველოს აღიარებაა, რომელიც გააღვივებს ქვეყნისადმი ინტერესს საერთაშორისო დონეზე და ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, – აცხადებენ სასტუმროს მფლობელ ,,აჭარა ჯგუფში“.
AHEAD Global Awards-ზე წარდგენილი „სტამბასთვის“ ხმის მიცემა 23 იანვრამდეა შესაძლებელი; გამარჯვებული კი, 28 იანვარს გამოცხადდება.
კონკურსის პირობების თანახმად, გარდა ჟიურის წევრებისა, სასტუმრო „სტამბას“ გამარჯვება დამოკიდებულია ხმის მიცემის საჯარო პროცესზე.
ხმის მიცემის პროცესი ასეთია:
ხმის მისაცემად საჭიროა, გადახვიდეთ ბმულზე – https://bit.ly/2VCTcdD და ამოირჩიოთ სასტუმროები ყველა კატეგორიაში, ან მონიშნოთ SKIP CATEGORY. კატეგორიის – The New Concept of the Year, სასტუმროების ჩამონათვალში შესაძლებელია აირჩიოთ სასტუმრო „სტამბა“.
გვერდის ბოლოს წერილობით აღნიშნოთ ფავორიტი სასტუმრო და მიუთითოთ ხმის მიმცემის სახელი, გვარი და იმეილი. ასევე მნიშვნელოვანია მონიშნოთ I agree to the terms and conditions და ბოლოს დააჭიროთ ღილაკს “Cast Votes”.
www.bm.ge