Air Astana 1-ლი ივნისიდან ასტანასა და თბილისს შორის პირდაპირ ავიარეისებს აღადგენს – როგორია საქართველოს მიმართულებით ავიაკომპანიის გეგმები
ყაზახეთის ავიაკომპანია Air Astana 1-ლი ივნისიდან ყაზახეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ ავიარეისებს აღადგენს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ასტანასა და თბილისს შორის ფრენები კვირაში სამი სიხშირით: ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შესრულდება. ასევე, 4 ივნისიდან ავიაკომპანია ალმათიდან თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირე გაზრდის. აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენები ყოველდღიურად შესრულდება, ხოლო 7 ივლისიდან პარასკევს დამატებითი სიხშირე დაემატება.
Air Astana-ში აცხადებენ, რომ სეზონური რეისები ალმათიდან ბათუმის მიმართულებით 2 ივნისიდან კვირაში ხუთჯერ შესრულდება. ამრიგად, მგზავრები მიიღებენ მოხერხებულ კავშირს ყაზახეთის შიგნით ფრენებთან და ავიაკომპანიის საერთაშორისო მიმართულებებთან: დელიში, პეკინში, ტაშკენტში, ბიშკეკში, დუშანბეში, ფხუკეტში, ბანგკოკსა და სეულში. ფრენები განხორციელდება Airbus A320 ან A321-ის კომფორტული თვითმფრინავებით.
avianews.ge