ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Air Astana ალმა-ატა-თბილისის და ასტანა-თბილისის ავიაბილეთებზე აქციას აცხადებს
16 სექტემბერი, 2017

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana საშემოდგომო აქციის შესახებ აცხადებს. 40%-იანი ფასდაკლების აქცია ასტანიდან და ალმატინადან თბილისის მიმართულებით განხორციელებულ ავიარეისებსაც შეეხება.

აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენა 15-დან 22 სექტემბრამდე უნდა განხორციელდეს, ხოლო ფრენა 16 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე პერიოდში.

საშემოდგომო აქციის ფარგლებში ალმა-ატა-თბილისი-ალმატას ავიაბილეთის ფასი 70 600 ტენგეა (დაახლოებით 208 დოლარი), ხოლო ასტანა-თბილისი-ასტანა 70 500 ტენგე (დაახლოებით 208 დოლარი). ფასდაკლებული ავიაბილეთების შეძენა Air Astana-ს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.