ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
აირჩიე: SOLO თუ STATUS
20 ივლისი, 2017

SocGen-ის წასვლის შემდეგ, მოედანზე დარჩენილი 2 მოთამაშე პენალტებს ერთმანეთს ურტყამს.

„თიბისის“  ყოველი ახალი შეთავაზება „საქართველოს ბანკისთვის“ ახალი გამოწვევაა და პირიქით, რაც ინვეტორების განწყობის ტრენდით ჯანსაღ კონკურენციაზე მიანიშნებს.

1-1-ის წინააღმდეგ ცოტაა, მაგრამ ორივე პრემიუმ ლისტინგში და ორივე დიდი ამბიციებით უკვე  ბევრი, -ასე აფასებს საბანკო სექტორს, ბოლო გადანაწილების შემდეგ, ზედამხედველი, ლობი, საერთაშორისო საფინანსო და ინტიტუციონალური ინვესტორთა კორპუსი.

ყველაზე დიდი ფსონი  მაღალშემოსავლიან კლიენტურაზე იდება. თიბისის STATUS-ი და  საქართველოს ბანკის SOLO –  პირადი საბანკო მომსახურება, პირადი ბანკირით, რომელიც კლიენტის ფინანსებს  კლიენტზე ოპტიმალურად მართავს და  თავბრუდამხვევ ბენეფიტებს სთავაზობს. ამას ემატება კონსიერჟი –  შიდა თუ საერთაშორისო ტურის შერჩევით და სასტუმროს დაჯავშნით +პაკეტური მომსახურება,  სრული სერვისით.

SOLO  და STATUS-ი კლინტის უპირატესობებს დანარჩენები მხოლოდ ბრენდმუსიკოსების სტატუსით და სოლო შემსრულებლების გრემის რაოდენობის მიხედვით ანსხვავებენ. სკორპიონსი, რობი უილიამსი, ნატალი კოლი, კრის ბოტი, სტინგი, აეროსმიტი… SOLO  დაSTATUS კლიენტებისთვის კონცერტის  ბილეთი ყველაზე ადრეა ხელმისაწვდომი და ყველაზე იაფად.

სტატუსები ისეა ინტეგრირებული მომხმარებელი იბნევა კიდეც შეთავაზება „თიბისის“ არის თუ „საქართველოს ბანკის“. პლაგიატობა ბიზნესეთიკის დარღვევად აღარ ითვლება. ბანკებში აცხადებენ, რომ პროდუქტის დახასიათებისთვის თუ წარდგენისთვის კონკურენტის იდენტური ფრაზის თუ ეპითეტის გამოყენება სამარცხვინო არ არის და არც პროცედურული და საკანონმდებლო  ნორმით იზღუდება.

თიბისის და საქართველოს ბანკის ბოლოდროინდელ აქტივობებში ერთგული  გამოიკვეთა, თიბისი ბენეფიტებს მომხმარებელს ერთგული ბარათით სთავაზობს. საქართველოს ბანკმა ერთგულ კლიენტებთან ახალი ურთიერთობის დამყარებაზე განაცხადა.

ორივე ბანკი უფრო მეტად მაინც, SOLO  და STATUS კლიენტებზეა ფოკუსირებული. მაღალშემოსავლიანი სეგმენტი უფრო მეტს ხარჯავს, მეტ პროდუქტს მოიხმარს და ბანკის რისკიც მინიმალურია

SOLO CARD-ით, კიდევ რამდენიმე ბარათით, მათ შორის Praiority Pacc-ით ( 1 000 -ზე მეტი აეროპორტის ლაუნჯში  გამოსაყენებლად)  და საკრედიტო American Express -ით სარგებლობს მხოლოდ  SOLO  კლუბის წევრი, წლიური საფასურით 550 ₾.  მთავარი ხიბლი ამექს პლატინუმია, რომლითაც თანხას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერი ბანკის ბანკომატში უპროცენტოდ ანაღდებ.

არის უფრო იაფი, სტანდარტული SOLO, 220 ლარიანი  წლიური პაკეტით, რომლის  კლიენტი  მაქსიმალური კომფორტიოსთვის 160 ლარიან ბარათსაც იძენს და ₾380 -ად ბანკის  მომსახურებით კმაყოფილია.

ორივე შემთხვევაში 3 000 ₾ შემოსავალი მოითხოვება ან ₾20 000 ანაბარი/სესხი.

საქმიანი და შემოსავლიანი ადამიანის მაქსიმალური  კომფორტის მთავარი მახასიათებლები აქვს თიბისის STATUS-ს  –  გაზრდილი მოცულობით, სხვაზე იაფად სესხის მიღების, ბარათებზე მაღალი ლიმიტით განაღდების, იაფი გადარიცხვების, პირადი ბანკირის და  კონსულტანტის მომსახურების, +კონსიერჟი, თუმცა  საერთაშორისო მასშტაბით  ბარათის  0% განაღდების ფიფუნება არ აქვს .

თიბისის STATUS პაკეტის წლიური საფასური 190.80 ლარია.

STATUS-მიმართულებას თიბისიში ზუკა ბარათაშვილი მართავს. საქართველოს ბანკის SOLO-ს Societe -დან (ბანკი რესპუბლიკა)  გადასული  რამაზ კუკულაძე.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.