პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში პირვანდელი სახით 51 ისტორიული შენობა აღდგა. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 3-წლიანი მუშაობის შეჯამებისას განაცხადა, ამ შენობებიდან 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
მერმა აღნიშნა, რომ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარამდე დაიხარჯა. ნარმანიას თქმით, განხორციელდა სხვა მსხვილი არეალების რეაბილიტაციაც, მათ შორის ღვინის აღმართი და ზემო კალა. აღდგა სამი ისტორიული სადარბაზო და პროექტის ფარგლებში მოეწყო 4 სარეკრეაციო ზონა, რეაბილიტირდა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც.
დავით ნარმანიას თქმით, ვრცელ შემაჯამებელ ანგარიშს ის 10 ნოემბერს წარადგენს.
www.pbi.ge