ამბროლაურის რაიონში მდებარე შატო "დიოს" სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან. შატო სულ წელიწად-ნახევარია არსებობს და მისი მფლობელი წელს სტუმრების განსაკუთრებულ მატებაზე უკვე საუბრობს. შატო "დიოს" დამფუძნებელი დიონიდე დვალი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით 80%-იანი ზრდა ფიქსირდება. მისი ინფორმაციით, სტუმრები ძირითადად გერმანიიდან, უკრაინიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან ჩამოდიან. შატოს დამფუძნებელი ამბობს, რომ ინფორმაცია რამდენიმე ტურისტულ საიტზე აქვთ გამოქვეყნებული, რაც ვიზიტორების მოზიდვის კარგი საშუალებაა. დიონიდე დვალის თქმით, სწორედ ამ საიტების საშუალებით მაისში ადგილების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნულია. რაც შეეხება აეროდრომს, რომელიც ამბროლაურში იანვრიდან ამოქმედდა, შატოს დამფუძნებელი აცხადებს, რომ ჯერჯერობით ამას შატოს მუშაობაზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა, ამას დრო სჭირდება. "უკვე შემეხმიანნენ ჩემი ძველი სტუმრები, რომლებიც კმაყოფილები არიან ამ სიახლით",- აცხადებენ შატო "დიოში".
WWW.BM.GE