ამბროლაურში ახალი, 30 ნომრიანი, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო აშენდება. სასტუმრო ერთდროულად 130 ადამიანის მიღებას შეძლებს.
პროექტის განხორციელებაში 350 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდება. სასტუმროს მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.
შენობა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, პროექტ – „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, გამოცხადებულ აუქციონზე ფიზიკურმა პირმა 164 000 ლარად იყიდა. პირველ ეტაპზე სასტუმროში მუდმივად 10–12 ადამიანი დასაქმდება.
www.bpi.ge