ამბროლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
მოედნის დასრულების შემდეგ ამბროლაურს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს სხვადასხვა მნიშვნელოვან სპორტულ შეხვედრას.
პროექტის ბიუჯეტი 2,5 მლნ ლარია. პროექტის ფარგლებში კეთდება ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 სტადიონი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები.
როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, მოედნის მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას, ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
www.travelingeorgia.ge