ამერიკულ გავლენიან გამოცემებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიები გამოქვეყნდება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ცნობილ ამერიკელ მოგზაურ ჟურნალისტს ბენჯამინ კემპერს უმასპინძლა.
ბენჯამინ კემპერი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მედიასაშუალებებთან როგორიცაა: Bloomberg, CNN, Condé Nast Traveler, National Geographic, The Daily Beast, The Guardian, The Wall Street Journal, Thrillist, Time, Saveur და სხვ.
პრეს-ტურის ფარგლებში ბენჯამინ კემპერმა თბილისი, თელავი, პანკისის ხეობა, მესტია და უშგული მოინახულა. ამერიკელი ჟურნალისტი საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის, ლაშქრობის, ფრინველებზე დაკვირვების, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ სტატიებს მოამზადებს, რომელსაც მაღალრეიტინგული გამოცემები Daily Beast“ და „Saveur“ გამოაქვეყნებენ.
პრეს-ტურის მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მოზიდვაა.