მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია, მოლაშქრეთა კლუბებთან ერთად 2018 წლის სალაშქრო სეზონს რაჭაში ოფიციალურად გახსნის. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
„ბანაკებს 13 აპრილიდან დავცემთ შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
სალაშქრო სეზონის გახსნაზე გაიმართება ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით კონცერტი, გაიმართება ასევე სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის სპორტული შეჯიბრებები, ახალი მოლაშქრეთა კლუბების პრეზენტაციები, წარმატებული კლუბების და მოლაშქრეების დაჯილდოვებები და უამრავი მეგობრული ბანაკი.
ფედერაციაში ამბობენ, რომ სალაშქრო სეზონის გახსნა საერთო ინტერესების მქონე ადამიანების დაახლოვების ბრწყინვალე საშუალებაა და მსურველებს მოუწოდებენ არ გამოტოვონ მოლაშქრეთა ყველაზე დიდი თავყრილობა.
ბანაკში მონაწილეობის მიღება უფასოა.
www.travelingeorgia.ge